გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა თქვა, აქეთ შეგვირიგდნენ, ქვეყანაში წინააღმდეგობის კერები უნდა შეიქმნასო, მგონი – შერიგება თავად უარყვეს

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ეროვნული შერიგების” იდეის მოწინააღმდეგეები თავად ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია არიან.
როგორც დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა, შერიგების იდეა მათ თავად უარყვეს.

„სააკაშვილმა თქვა, რომ არავითარი შერიგება არ იქნება, აქეთ შეგვირიგდნენ, ქვეყანაში წინააღმდეგობის კერები უნდა შეიქმნასო და ჩემს დაბადების დღეზე საპროტესტო აქცია გაიმართოსო. შეიძლება, ცოტა ხანში ახალი წლის გადადებაც მოითხოვოს. ნიკა მელიამ თქვა, რომ სანამ სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, შერიგებაზე საუბარი მანამდე არ იქნებაო. მგონი, შერიგება თავად უარყვეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები