მამუკა მდინარაძე: შერიგების მიზანი ოპოზიციას არ გააჩნია

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი არა შერიგება, არამედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

„ოპოზიციას სურს ერთი რამ – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მისი მართლმსაჯულებიდან, ეს არის მიზანი. არანაირი შერიგებისა და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის, საქმეზე ლაპარაკის მიზანი ამ ხალხს არ გააჩნია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროაქტიულ და პოზიტიურ რეჟიმზე გადავიდეთ და ეს მცდელობა წარუმატებელი არ დარჩება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას. მავანთ სურთ, დაიხატოს ისეთი სურათი, რომ ისინი შერიგების ასეთი დიდსულოვანი და კეთილშობილური იდეით გამოვიდნენ და ჩვენ – ცუდები, რომლებსაც არც შენდობის და არც პატიების უნარი არ გაგვაჩნია, ამაზე ვამბობთ უარს. ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გარე მოხმარებისთვისაც, რომ, თითქოს, საქართველოში ოპოზიციამ, განსაკუთრებით, ისეთმა დიდსულოვანმა ხალხმა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ შერიგება და მიიღო უარი”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები