მამუკა მდინარაძის ინიციატივა: შევთანხმდეთ ხოლმე განსაზღვრულ რაოდენობაზე, ყველა რომ სიტყვით გამოვიდეთ, ხვალ საღამომდე ვერ მოვრჩებით

“დღეს ამ დარბაზში ვინც იყო ოპოზიციონერი, აბსოლუტურად ყველამ გააკეთა განცხადება, არავის გამოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც რეგლამენტის ჩანაწერს, პრაქტიკას პატივი უნდა ვცეთ, რაღაცნაირად შემდგომში შევჯერდეთ და შევთანხმდეთ ხოლმე განსაზღვრულ რაოდენობაზე”, – ამ ინიციატივით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.

მისი თქმით, უმრავლესობის ყველა დეპუტატიც რომ სიტყვით გამოვიდეს, სხდომა ორ დღეს გაგრძელდება.

„დღეს ამ დარბაზში ვინც იყო ოპოზიციონერი, აბსოლუტურად ყველამ გააკეთა განცხადება. ჩვენ ყოველთვის გვქონდა და საპარლამენტო პრაქტიკა ამას ითვალისწინებს, ე.წ. კვოტებს. მე არავისი გამოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც რეგლამენტის ჩანაწერს, პრაქტიკას პატივი უნდა ვცეთ, რაღაცნაირად შემდგომში შევჯერდეთ და შევთანხმდეთ ხოლმე განსაზღვრულ რაოდენობაზე. წარმოიდგინეთ, უმრავლესობის ყველა დეპუტატიც რომ გამოვიდეს, ხვალ საღამომდე ვერ მოვრჩებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები