ბექა დავითულიანი: კი, ბატონო, შერიგება ძალიან კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ჯერ საზოგადოებაში შერიგების განწყობა უნდა იყოს

„შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. კი, ბატონო, შერიგება ძალიან კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ჯერ საზოგადოებაში შერიგების განწყობა უნდა იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ეროვნულ შერიგებაზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, შერიგებაზე საუბარი მაშინ, როცა ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბრობს, შეუძლებელია.

„შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. კი, ბატონო, შერიგება ძალიან კეთილშობილური იდეაა, მაგრამ ჯერ საზოგადოებაში შერიგების განწყობა უნდა იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მე და თქვენ შევრიგდეთ, ის განადგურებული ოჯახები რას შვებიან? ანუ მათ უფლებებს უარვყოფთ? ეს საზოგადოების ის ნაწილი იქნება, რომელიც ამ შერიგებაში ვერ გამოგვყვება და ისევ ასეთი დაქსაქსულები ვიქნებით. როგორ უნდა ვისაუბროთ სამართლიან პირობებზე, როდესაც ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ თვალებში გვაყრის ნაცარს და გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უსამართლოდ იხდის სასჯელს და შერიგება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საბაბად უნდა გამოიყენონ. ყოველი არჩევნების შემდეგ საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ხალხმა ხმა კი მოგცა, მაგრამ 47%-ის ნება და ხმა უარყავი, წადი სახლში, დაისვენე, მე მოვალ ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და მერე შევრიგდეთ – ასე შერიგება არ ხდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები