ზარქუა – ოპოზიციას: მოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ
პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.
დეპუტატმა შერიგების იდეაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“, პირველი ყოვლისა, ხალხს უნდა შეურიგდეს.
„თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არაა, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში. იქ მოინანიეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ნორმალურ განვითარებაზე, თორემ ჩვენ შესარიგებელი რა გვაქვს, აქ სხედხართ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვეები იძახდით – არ შემოვალთო. 8 არჩევნები წააგეთ, მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ”, – განაცხადა ზარქუამ.