კობახიძე – “საქართველოსთვის” დეპუტატებზე: იმითაც ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან წარმოდგენილნი პარლამენტში

“მე მგონი, იმითაც ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან დღეს წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გახარიას თანაგუნდელებს ფრაქციის შექმნის საშუალება არ ეძლევათ.

კობახიძის თქმით, ამის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია.

„კონსტიტუცია იძლეოდა ბლოკებთან მიმართებით რეგლამენტის დონეზე განსხვავებული რეგულირების საშუალებას, ამის საშუალებას არ იძლეოდა იმ დეპუტატებთან მიმართებით, რომლებმაც დატოვეს კონკრეტული პარტია, არა ბლოკი, არამედ პარტია. ეს არის მიზეზი ანუ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ამის მიზეზი. მე მგონი, ისინი იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან დღეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები