ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად – გაგრძელდება სწორი მიმართულებით სვლა

“2012 წლის შემდეგ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც, გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, რა თქმა უნდა, სერიოზული რისკები რჩება, მით უმეტეს  იმ ფონზე, რასაც ვხედავთ, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებით. მაგრამ ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ლიდერის პოზიცია დაკარგა, რადგან იმავე მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებები და რეფორმები არ განხორციელებულა.

კობახიძის განცხადებით, ქვეყანა სწორი მიმართულებით სვლას აგრძელებს.

“საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ყველა მიმართულებით და თქვენ ხედავთ რამხელა პროგრესია 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა გაგრძელდება სწორი მიმართულებით სვლა – რეფორმების გატარება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი.
2012 წლის შემდეგ, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც, გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. თქვენ გახსოვთ, რამდენად მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2008-2012 წლებში. ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, სერიოზული რისკები რჩება, მით უმეტეს იმ ფონზე, რასაც ვხედავთ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით. მაგრამ ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები