ირაკლი კობახიძე – ეკა ტიკარაძეზე: ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე მწვავე დაპირისპირება იყო

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ, რაიმე დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში, ეკატერინე ტიკარაძე პარტიის პოლიტსაბჭოში არ დარჩებოდა.

“მან საკითხზე უკვე გააკეთა განმარტება და ჩვენ ამ განმარტებას უნდა გავყვეთ. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ეკა ტიკარაძე, სავარაუდოდ, არ დარჩებოდა არც პოლიტსაბჭოში. ის რჩება გუნდის წევრად, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე მწვავე დაპირისპირება იყო”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები