კელი დეგნანი: ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ამას ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აცრების რაოდენობა გაიზარდოს.
„ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ, ვინც დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, როგორც ამას ვაკეთებთ ახლანდელ მინისტრთან ბევრ სხვადასხვა ინიციატივაზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში. კოვიდპანდემია კვლავ სერიოზული საკითხია მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ამას ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ვცადოთ აცრების მაჩვენებლის გაზრდა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შემცირება, რადგან 12 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოვიდით. ვიცი, რომ ეს ძალიან გულსატკენი ამბავია ყველა ოჯახისთვის და მეგობრისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს“, – განაცხადა დეგნანმა.