ირაკლი კობახიძე: ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დღის წესრიგი და ეს არის კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც აქვს ხელისუფლებას
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების დღის წესრიგია და ამ დღის წესრიგიდან მმართველი პარტია არ გადაუხვევს.
მისი თქმით, ამ პრიორიტეტების ფარგლებში, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.
„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ამ პრიორიტეტების ფარგლებში ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დღის წესრიგი და ეს არის კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც აქვს ხელისუფლებას. ეს ამოცანა ეფუძნება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას“, – განაცხადა კობახიძემ.