ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობას” შანსი არ აქვს რევოლუციის, არც არჩევნების მოგების, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ უკან არ დგას ხალხი
„ნაციონალურ მოძრაობა“ არავითარი შანსი არ აქვს რევოლუციის, არც არჩევნების მოგების, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ უკან არ დგას ხალხი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტებაშია.
„ნაცმოძრაობა“ სუსტდება, მათ შორის, იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები და იციან, რომ სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება, მათ შორის, იმის გამო, რომ მათი ბელადი არის ციხეში. „ნაცმოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მის დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები.
ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა დანაშაული, რაც აქვთ ჩადენილი. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში. ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ კრიმინალ დამნაშავე პოლიტიკოსებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე მოახერხებ იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია. მე არ მგონია ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის, პრეზიდენტსაც გაუჭირდება.
დამნაშავე იმუქრება რევოლუციით. დამნაშავე იჯდება ციხეში, სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა. „ნაციონალურ მოძრაობა“ არავითარი შანსი არ აქვს რევოლუციის, არც არჩევნების მოგების, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ უკან არ დგას ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ