საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებები განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ორივე შეთანხმებას ხელი 2021 წლის 28 ოქტომბერს მოეწერა. ერთ-ერთი შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს, COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში 12,179 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს.

სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის მიზანია COVID-19-ის ვაქცინების და ვაქცინების ადმინისტრირებისთვის სხვა საჭირო საგნების შესყიდვა. იგი ასევე მოიცავს იმ მომსახურების ხარჯებსაც, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინების შესყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 30 აპრილი. მეორე შეთანხმების მიხედვით კი, ასევე, COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, ბანკი საქართველოს 464 ათასი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომლის ხანგრძლივობაა 22 წელი, მათ შორის 15 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის საინვესტიციო კომპონენტის მიზანია პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რომელშიც ასევე მოიაზრება სააგენტოს პერსონალითა და ექსპერტებით უზრუნველყოფა და ტრეინინგები.

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 30 აპრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოდგენილი შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები