კელი დეგნანი: ის, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხდება, მიუღებელია

„ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს, რომელიც 2008 წელს აიღო, მალე შეასრულებს.

„ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს. ეს შეწყდება მაშინვე, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს საჯარისო ნაწილები. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რაც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები