სანდრო რაქვიაშვილი: ბევრი ასეთი დაანონსებული აქცია გვინახავს – ცხელი გაზაფხული, ცხელი ზაფხული, უკვე ცხელი ზამთარიც დაანონსდა – ინტერესი არ გვაქვს აქციებს შევუერთდეთ

“ბევრი ასეთი დაანონსებული აქცია გვინახავს – ცხელი გაზაფხული, ცხელი ზაფხული, უკვე ცხელი ზამთარიც დაანონსდა, ინტერესი არ გამიჩნდა, რატომ უნდა შევუერთდე აქციებს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაძაბულობის კერებსა და მიტინგებზე განცხადებები მიუთითებს, რომ მინიმუმ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არ არის მზაობა შერიგებისკენ.

„მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის აქციებს ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი დაანონსებული აქცია გვინახავს – ცხელი გაზაფხული, ცხელი ზაფხული, უკვე ცხელი ზამთარიც დაანონსდა და ვხედავთ, რომ რადგან საბოლოო ჯამში ამ აქციების მიზანი გაურკვეველია, რადგან სულ იცვლება მიზნები, ამიტომ ის ვერ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკაზე. მე არ ვაპირებ აქციებს შევუერთდე, იმის მიუხედავად, რომ მიყვარს აქციებზე სიარული. მე ჯერ ინტერესი არ გამიჩნდა, რატომ უნდა შევუერთდე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები