ლევან იოსელიანი: ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ

“ხომ არავის მოგვეწონა, როცა ბიძინობას მიუძღვნა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იმავეს ვხედავთ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის დაბადების დღეს უძღვნის აქციას”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ბელადომანიაა.

„მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა არის ჩვენს თავებში და ეს არის ბელადომანია, აი, გაიხსენეთ, მოგეწონათ, როცა გამოვიდა ღარიბაშვილი და სააკაშვილის დაჭერა მიულოცა ბიძინა ივანიშვილს და ბიძინობა მიულოცა, ეს ხომ არავის მოგვეწონა, როცა ბიძინობას მიუძღვნა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იმავეს ვხედავთ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს აქციის სააკაშვილის დაბადების დღეზე ჩატარებას და უძღვნის ამას მის დაბადების დღეს. ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ ოდესმე. დემოკრატიული საზოგადოება ასე არ იმართება, ასეთი გზავნილები არ შეიძლება რომ ვიღაცის გულის მოგებაზე იყოს ეს მიმართული”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები