ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილის აზრები არ გვაინტერესებს

“მიხეილ სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კანონით დაკისრებულ სასჯელს სრულად მოიხდის.

„ის სრულად მოიხდის იმ სასჯელს, რაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დააკარგვინებთ ჩვენს საზოგადოებას დროს ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად. ჩვენთვის ეს ადამიანი აქტუალური არ არის. მას კანონის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული ადგილი, სადაც უნდა იყოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები