შალვა პაპუაშვილი: აქციები დესტრუქციული დღის წესრიგია, რომელსაც “ნაცმოძრაობა” მისდევს
“ის, რომ შერიგებასა და დიალოგზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საუბარი ფარისევლობა იყო, დადასტურდა გუშინ სააკაშვილის განცხადებითაც, ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილის თქმით, ეს დესტრუქციული დღის წესრიგია, რომელსაც აღნიშნული პარტია მისდევს.
“ის, რომ შერიგებასა და დიალოგზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საუბარი ფარისევლობა იყო, დადასტურდა გუშინ სააკაშვილის განცხადებითაც, ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი “ქართულ ოცნებას”. ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე გამოვიდეს სააკაშვილი სასჯელღასრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა, “ნაციონალურ მოძრაობას” კონფლიქტი არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”, მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან. ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციის და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღიაროს ხალხის ნება ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება. რაც შეეხება აქციებს, ეს არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მისდევს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მიმართვაში ამბობს: “ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობასა და ამნისტიას ქართველი ხალხისგან. მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა”.