ეკატერინე ტიკარაძე: არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, გამოცდილი კადრია

“არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის სფეროში გამოცდილი კადრია”, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე თალაკვაძის კანდიდატურა.

მისივე თქმით, მან ჯერ არ იცის, ვინ იქნება მისი შემცვლელი, თუმცა, კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული უნდა იყოს.

“ნებისმიერ შემთხვევაში, კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები.

არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები