საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 49 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.