ბათუმში 23 წლის მამაკაცს ეძებენ – დაკარგული ზღვაში ნასვამი შევიდა და გაუჩინარდა

ბათუმში სანაპიროდან გაუჩინარებულ 23 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც “კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვლაეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურში შეტყობინება წუხელ 11. 00 საათისთვის შევიდა. მისივე ინფორმაციით, სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი. თურმანიძის თქმით, დაკარგული ბათუმში, ანგისის დასახლებაში ცხოვრობს.
“გუშინ, შეტყობინების შემოსვლისთანავე, დავიწყეთ სამძებრო სამუშაოები. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი პლაჟზე ნასვამ მდგომარეობაში იყო. გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათით ადრე მამაკაცს ოჯახის წევრთანაც უსაუბრია. ოჯახის წევრის ინფორმაციითაც, ის ნასვამი იყო. ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა პლაჟზე ვიპოვეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი, ჩვენი სამსახურის მყვინთავები და მაშველები ჩართულნი არიან სამძებრო ღონისძიებებში“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები