გიგი წერეთელი – შერიგებაზე: ახლა აქ მთავარია, რას ამბობს და რა ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, მასზეა დამოკიდებული – რა კონკრეტული ინიციატივა ექნება

“იდეა საყოველთაო შერიგებისა თუ შეთანხმების შესახებ, რა თქმა უნდა, ძირითადად, ყველამ პოზიტიურად აღიქვა იმიტომ, რომ ეს არის საჭირო, მაგრამ ყველას აქვს დიდი კითხვის ნიშანი. ზოგს მეტი პესიმიზმი აქვს, ზოგს – მეტი  იმედი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს. მისი თქმით, ახლა მთავარი ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია და მისი გადადგმული ნაბიჯებია.

„იდეა საყოველთაო შერიგებისა თუ შეთანხმების შესახებ, რა თქმა უნდა, ძირითადად, ყველამ პოზიტიურად აღიქვა, იმიტომ, რომ ეს არის საჭირო, მაგრამ ყველას აქვს დიდი კითხვის ნიშანი. ზოგს მეტი პესიმიზმი აქვს, ზოგს მეტი- იმედი, თუმცა აქ ახლა მთავარი არის ერთი რამ – ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის გამოხმაურება და ინიციატივა ამ საკითხზე, ასევე, მოვისმინეთ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები, რომ მისთვისაც ეს მისაღებია, ოღონდ უფრო პესიმისტურად უყურებს „ქართული ოცნების“ მიმღებლობას, რაც, რა თქმა უნდა, რეალურია. ახლა აქ მთავარია, რას ამბობს და რა ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დემოკრატიის ფორუმზე ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული რა კონკრეტული ინიციატივა ექნება, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს არაფერი არ არის, სხვა შემთხვევაში ეს არის უბრალოდ გაკეთებული განცხადება იმისთვის, რომ ვიღაცას მოსწონებოდა, რაღაც პოზიტიური ნოტა ყოფილიყო და არის უბრალოდ ტყუილი. თუ ტყუილი არ არის, მაშინ გვჭირდება განმარტება თუ რას აპირებენ, რას აპირებს თავად სალომე ზურაბიშვილი და რა პირველ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ეს შეთანხმება დაიწყოს. მოიხსნება და დამთავრდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა? სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი? გადაიდგმება სხვა ნაბიჯებიც თუ ეს ყველაფერი დარჩება ისევ ისე მიმდინარე საქმეებით, მედიაზე წეზოლით, პოლიტიკური დევნითა და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ ნათქვამი, რომლის მსგავსიც არაერთხელ მოგვისმენია,“ – განაცხადა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები