ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამას როგორ მოახერხებს, არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს – გამოვალ და ტაშს დავუკრავ

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ინკლუზიურ პროცესებს დაიწყებს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს, გამოვალ და ტაშს დავუკრავ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები