12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 5.6 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი გაიტანეს
მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.2 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკია გატანილი, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ:
სომხეთი (5 097 ტონა);
რუსეთი (3 645 ტონა);
უკრაინა (2 263 ტონა);
თურქეთი (108 ტონა);
ყაზახეთი (62 ტონა);
მოლდოვა (39 ტონა).
10 ტონამდე ხურმა და კარალიოკი სხვა ქვეყნებშია გატანილი.