“რა არის ე.წ. მწვანე პასპორტის აზრი” – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. მწვანე პასპორტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“მწვანე პასპორტის,, აზრი:

– აცრა (3 დოზა)

– გადატანილი ინფექცია (180 დღე)

ამ ორ შემთხვევაში 10-11X მცირდება კოვიდით გარდაცვალების რისკი

– ტესტირებით (PCR, ანტიგენი) დახურულ სივრცეში აუცრელის და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია, შესაბამისად, სიკვდილის. შესაბამისად, ე.წ. მწვანე პასპორტის აზრია უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისა და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან.

ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ, ერთადერთი შანსია, მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით!!!”, – წერს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები