ფსიქიატრი – სააკაშვილზე: მედიკამენტების დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის
ფსიქიატრი, მარინე კურატაშვილი, რომელიც, კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მკურნალობისას ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ დასტურდება.
მისივე თქმით, მედიკამენტების მიღება თერაპიული მკურნალობის ფარგლებში ხდება.
„კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, „ქსანაქსს“ იღებს. „ქსანაქსი“ მას უცხოელი ექიმის მიერ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დანიშნული. დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება. გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, – განაცხადა მარინე კურატაშვილმა.