კარლ ჰარცელი: ბოლო არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური მოვლენა იყო
„ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე და რთული იყო”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჰარცელმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.
“პოლიტიკურ ასპარეზზე იმედის ნაპერწკალი 19 აპრილის შეთანხმებაში დავინახე, რომელსაც, თითქოს, უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი და საქართველო ევროპულ გზაზე დაებრუნებინა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბევრი შესაძლებლობა იყო ხელიდან გაშვებული. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბოლო არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური მოვლენა იყო; ჩემთვის, ბოლო არჩევნების მთავარი გმირები საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, რომ მათი ხმა გაეგოთ, მიუხედავად ძალზე აგრესიული საარჩევნო კამპანიისა და დაფიქსირებული ხარვეზებისა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.