მამუკა მდინარაძე: ეკატერინე ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის იყო ცნობილ
„ქართული ოცნების“ გუნდი ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი, მყარი გადაწყვეტილებებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, დამოკიდებულებებშინამდვილად არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემგანაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია.
„ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ [მედია] გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკატერინე ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდადაპირისპირებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.