რატი იონათამიშვილი: რამდენად გაითვალისწინებს შეთავაზებას ის პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, უფრო მეტად იყოს ქვეყანაში რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ პოლარიზება უნდა დასრულდეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება. თუმცა დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია სრულად არის მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

„ის რომ ზოგადად, პოლარიზება უნდა დასრულდეს და ამაზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა თქვას უარი, ცხადია ეს მისასალმებელია და თითოეული ჩვენგანის ინტერესს უნდა წარმოადგენს. სხვა შემთხვევაა, რამდენად გაითვალისწინებს ამას ის პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ყოველ ჯერზე პირიქით, ცდილობენ, უფრო მეტად იყოს რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხი, რასაც თუნდაც, ასეთი სამარცხვინო მეთოდებით სააკაშვილის შემოსვლა-შეპარვა ნიშნავდა საქართველოში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები