ლინას ლინკევიჩუსი: ბუქარესტის სამიტზე ვერ შევძელით ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ი მიენიჭებინათ, აღარანაირი დათმობა რუსეთთან
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.
ლინკევიჩუსის აზრით, ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია, ახლა კი რუსეთი უფრო მეტს ითხოვს.
„2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
In 2008 at #NATO Summit in Bucharest we failed to persuade Allies to grant #Ukraine and #Georgia MAP. Opponents have argued that this will provoke #Russia. It was provoked the contrary- occupied 20% of Georgia, captured Crimea and now demanding even more. No more concessions!
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) December 11, 2021