რატი იონათამიშვილი: რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს

რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ ნატოს გაფართოება დღეს არის ყველაზე რეალური და საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს, – ასე პასუხობს ნატოს მიმართ რუსეთის ულტიმატუმს, უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასა და შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, “ქართულ ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

“ნატოს წევრობას წყვეტენ თავისუფალი და ამაყი ქვეყნები და ნატოს წევრი სახელმწიფოები. რუსეთის შიში განპირობებულია იმით, რომ ნატოს გაფართოება დღეს არის ყველაზე რეალური და საქართველო და უკრაინა ისე ახლოს არიან ნატოს წევრობასთან, როგორც არასდროს. რაც არის პირველ რიგში ხელისუფლების ეფექტური და სწორად მუშაობის დამსახურება”,- ამბობს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს მოუწოდა, “უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ულტიმატუმს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე საუბარი მიუღებელია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები