“ახლა არის მოქმედების დრო” – დავით ბაქრაძე აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტის მთავარ გზავნილზე

ბოლო პერიოდმა ცხადად აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ალიანსის წევრი ქვეყნები და ლიდერები უფრო მკაფიო იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში. სწორედ ამაზე იყო საუბარი საქართველოს დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებზე. ეს იყო დელეგაციის მთავარი გზავნილი, რომ ახლა არის მოქმედების დრო, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ამერიკელი პარტნიორები ხედავენ იმ ვალდებულებას, რომელიც მათ ქვეყანას აქვს, როგორც ალიანსის ლიდერს, სხვა ქვეყნების დარწმუნების მხრივ. სწორედ ამ არგუმენტებს იშველიებდა ქართული დელეგაციაც. ზოგადად, ძალიან დროული ვიზიტი იყო და, როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ეს გამომდინარეობდა შექმნილი ვითარებიდან. ვფიქრობ, ამერიკულმა მხარემ მიიღო სრული სურათი რეგიონში არსებული გამოწვევების თვალსაზრისით. საუბარი ძირითადად შეეხებოდა იმ ღონისძიებებს, რომელსაც აშშ და მისი პარტნიორები გაატარებენ რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ნაბიჯების შემთხვევაში. ისინი ძალიან მკაფიოდ აღიქვამენ ამ საფრთხეებს და მათი პოზიციებიც ძალიან მკაფიოა – იქნება ეს სანქციები თუ სხვა ნაბიჯები, ეს უნდა იყოს ბევრად უფრო გადამჭრელი, ვიდრე ეს იყო 2008 თუ 2014 წლებში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები