“რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“ – მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რომელსაც უთხრა, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ სწორედ უკრაინის მოქალაქეა.

„რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები