ნიკ ბერესფორდი: მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას

მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას, – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები.

მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას“,- წერს ნიკ ბერესფორდი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები