ეკატერინე ტიკარაძე: ვთვლი, პრემიერ-მინისტრი აარჩევს შესაფერის კანდიდატს, რომელიც ამ პროცესს ღირსეულად წარუძღვება

ვთვლი, პრემიერ-მინისტრი აარჩევს შესაფერის კანდიდატს, რომელიც ამ პროცესს ღირსეულად წარუძღვება და ის თავად ისაუბრებს ამის შესახებ. მე ჩემი პოზიციიდან ჩემ მომავალ კოლეგას ყველანაირად მხარში დავუდგები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში არ დაუსვენია და 24-საათიან რეჟიმში გუნდის გვერდში იყო, რომ პანდემია ემართათ.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ალბათ, დავფიქრდები რომელი შემოთავაზება იქნება მისთვის მისაღები და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება პარტიასა და პოლიტსაბჭოში ჩემ როლს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მთავარი პროფესია საექიმო საქმიანობასა და სოციალურ მიმართულებას უკავშირდება, ამ მიმართულებით ვიმუშავებ. ჩვენ დავიწყეთ სოციალურ კოდექსზე მუშაობა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მიმართულება იქნება ის, რასაც მე პარტიიდან დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები