ანრი ოხანაშვილმა გერმანელ პროფესორებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები გააცნო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ონლაინ ფორმატში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორთან, მარტინ ჰეგერთან და თიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორთან, ბერნდ ჰაინრიხთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა წარმოადგენდა, რომელზეც იურდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ პროფესორებს ახალი კოდექსის მოდელებთან დაკავშრებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ეტაპზე შემუშავებული ხედვები გააცნო.

გერმანელმა პროფესორებმა რეფორმასთან დაკავშირებით მათი პირველადი მოსაზრებები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ისინი უახლოეს პერიოდში მოამზადებენ დასკვნას პროექტის კონცეფციის თაობაზე და კოდექსის ცვლილებების ავტორებს გააცნობენ. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა რეფორმაში ჩართულმა მოწვეულმა ექსპერტებმა: ირაკლი დვალიძემ, პაატა ტურავამ და ლევან ხარანაულმა მიიღეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები