სოზარ სუბარი: საკრებულოებში არის ლოკალური კრიზისები, სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ ჩატარდება არჩევნები

“ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი დესტრუქციაა.

„პირველი იანვრიდან, ახლადარჩეულ მერებს, მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ, დაიწყონ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ბიუჯეტში არის ჩადებული და რაზეც დაპირებები იყო გაცემული. რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, მათი მიზანია დესტრუქცია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მუშაობაში ხელი შეუშალონ თვითმმართველობებს, ცენტრალურ ხელისუფლებებს და, საბედნიეროდ, ისინი ამას ვერ აღწევენ. თუმცა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიძლება, მცირე პრობლემები შექმნან. პრობლემებს ვერ შექმნიან ისევ და ისევ იმის გამო, რომ დამტკიცებულია ბიუჯეტები. ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები