რუსეთის საგარეო უწყება: “3 + 3” ფორმატის მონაწილეები საქართველოსთან დიალოგით არიან დაინტერესებულნი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „3+3“ ფორმატში სამხრეთ კავკასიის კონსულტაციების მონაწილეები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან შეხვედრებით, რომლის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს მოსკოვში პირველ შეხვედრაზე ჩასვლისგან.

ამის შესახებ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მოსკოვში დღეს რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა – რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მონაწილეობით.

“შეხვედრაზე განიხილეს მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეთანხმდნენ ისეთი პლატფორმის მუშაობაზე, რომელიც ყველა მონაწილისთვის საინტერესო პრაქტიკულ საკითხებს წარმოადგენს. ასეთების რიცხვშია ნდობის გაზრდისკენ მიმართული ზომები, სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთქმედება, საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღინიშნა, „ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი, რომ პლატფორმის მუშაობას საქართველო შეუერთდეს, რომლისთვისაც კარი ღია რჩება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები