ირაკლი ზარქუა: მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,300 მლრდ ლარითაა გაზრდილი

მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის სახით მთავრობა 21 მლრდ ლარზე მეტს დახარჯავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლითაც მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,300 მლრდ ლარითაა გაზრდილი.

ზარქუამ აღნიშნა, რომ გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი და მათი მოცულობა 6 მლრდ ლარს აღემატება. მან ისაუბრა ცალკეულ პროგრამებზეც ასევე, თუ რა ცვლილებები გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტრომ.

„მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის სახით მთავრობა 21 მლრდ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს არის ძალიან მაღალი ციფრი და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად მომავალ წელს 6%-ით უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდა, რაც 65 მლრდ ლარის ეკონომიკას ნიშნავს“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები