სუბარი – ოპოზიციის წერილზე: პრაქტიკულად, არცერთი პუნქტი მართალი არ არის

“პრაქტიკულად, არცერთი პუნქტი მართალი არ არის, ზოგიერთი მათგანი ცალსახა სიცრუეა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ოპოზიციის ნაწილის მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილს.

საკითხზე საუბრისას, სუბარმა ყურადღება კონსტიტუციის გადასინჯვის თემაზეც გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების ნაწილში არაფერი შეიცვლება.

“არჩევნები პროპორციული წესით 2024 წლიდან გაიმართება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. როცა ვამბობთ, რომ 2% კარგია დემოკრატიისთვის, ეს მთლად ასე არ არის – მაშინ ყველა ქვეყანას ერთი და იგივე სტანდარტი ექნებოდა. იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არა მხოლოდ მრავალპარტიულობა, არამედ – სტაბილური დემოკრატია,  არსებობს ზოგადად საარჩევნო ბარიერი და ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ეს ბარიერია 5%. ორი-სამი ქვეყანაა, სადაც საარჩევნო ბარიერი 5%-ზე დაბალია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები