ნიკ ბერესფორდი: მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში”ეხმაურება.

ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
“მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები. მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას”, – წერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები