თინა ბოკუჩავა – სააკაშვილზე: ძალიან სუსტადაა, არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია, საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა. ბოკუჩავა ეჭვს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის რეაბილიტაცია საქართველოში იყოს შესაძლებელი.

„ძალიან დასუსტებულია, ადამიანი დაინახავს ყოველგვარი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშეც, რომ მას უჭირს გადაადგილება ერთ ოთახშიც, იმ მცირე მონაკვეთში. ამან განაპირობა ის, რომ მან ვერ შეძლო, წასულიყო სასამართლო სხდომაზე და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია, საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია. უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას, სავარაუდოდ, აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან.

ძალიან აშფოთებს ის, რომ ერთ დროს რეგიონში ყველაზე მოწინავე და ყველასთვის მისაბაძი ქვეყანა, რომელიც იყო საქართველო, მისი პრეზიდენტობის დროს, პირადი ძალისხმევის შედეგად, ეს პოზიციები ერთმნიშვნელოვნად დაკარგა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თანაშემწე, რომელი ტერმინიც გნებავთ ის გამოვიყენოთ, ქალბატონი ოლსონი პირდაპირ ამბობს, რომ ძირს უთხრის საქართველოს მთავრობა ქართულ დემოკრატიას და მის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ დღითი დღე ვშორდებით ნატო-ს, ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები