ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის ფორმირებას, თუმცა, ეს მათი პრობლემაა

“მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის ფორმირება დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს უმრავლესობის ფორმირებას, თუმცა, ეს მათი პრობლემაა.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა, 2 შემთხვევაში – კერძოდ, მარტვილში და შემდგომ უკვე დმანისში მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ გარშემო უმრავლესობის ფორმირება ორივე საკრებულოში. ანუ პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე. ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში, საბოლოოდ, მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეულია ის, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს უმრავლესობის ფორმირებას, თუმცა, ეს არის მათი პრობლემა, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები