ირაკლი კობახიძე – დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ, ოპოზიციის წერილზე: მათ აქვთ მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წერილებს აგზავნიან ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ.

“ჩვენთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, რომ შეუქცევადი იყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერს ვაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში და ამ რეფორმებისთვისაც არსებობს სრული მზაობა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მათ აქვთ მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები და ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს წერილით მიმართეს, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები