ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ ამ არასწორ დღის წესრიგსა და სპირალს, რომელშიც არიან შესული

“მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ ამ არასწორ დღის წესრიგსა და სპირალს, რომელშიც არიან შესული”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ არა მათთვისვე გაუგებარი დღის წესრიგით, არამედ – სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებშია. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ ამ არასწორ დღის წესრიგსა და სპირალს, რომელშიც არიან შესული. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი უნდა გადაერთონ პოზიტიურ, ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო დღის წესრიგზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები