საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები და ყოფილი ფრაქციის – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

„ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად აფასებს საქართველოს ვალდებულებებს შესრულებას, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოს წინაშე ავიღეთ. ეს ვალდებულებები პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორაა ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაცული და როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში”, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა და ყოფილი ფრაქციის – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან გამართეს.

შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის საზიანოდ გადადგა ქართულმა ოცნებამ, დაწყებული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლით, გაგრძელებული მტრული საუბრით, მტრის ხატის შექმნით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებით, მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლით და მუდმივი დაძაბულობის ინიცირებით ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები