სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-თან შესაბამისობაზე საზედამხედველო აუდიტი ჩატარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საი გლობალ ჯორჯიას“ შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მუდმივად განვითარებადია და სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას ქუთაისსა და ახალციხეში და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია).