აშშ-ში “ფაიზერის“ ბუსტერ დოზებით უკვე მოზარდებსაც აცრიან

გავრცელებული ინფორაციის თანახმად, შეერთებულ შტატებში „ფაიზერის“ ვაქცინის ბუსტერ დოზების ადმინისტრირების ასაკი 16 წლამდე დაიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან „ფაიზერის“ ბუსტერ დოზა 16 წელს ზემოთ მოზარდებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

შესაბამისი ავტორიზაცია „ფაიზერ-ბიონტეკის“ ბუსტერ დოზების გამოყენების თაობაზე უკვე გასცა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ.

სააგენტოს განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება საგანგებო რეჟიმში მოხდა, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებისა და ახალი შტამის აღმოჩენის გათვალისწინებით, რომელიც დიდი სისწრაფით ვრცელდება.

გადაწყვეტილების თანახმად, 16 წლიდან მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ „ფაიზერის“ ბუსტერ დოზები ჩატარებული იმუნიზაციიდან 6 თვის თავზე.

ავტორიზაციის შემდეგ, ვაქცინის ბუსტერ დოზების ადმინისტრირება ხსენებული ასაკობრივი ჯგუფებისთვის მას შემდეგ დაიწყება, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ანალოგიურ რეკომენდაციას გასცემს, რაც მხოლოდ ფორმალურ საკითხს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები