ბერდია სიჭინავა – “ნაცმოძრაობაზე”: ერთია შეთავაზება და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ, რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან

“ერთია შეთავაზება, რასაც კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აკეთებს და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ, რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან”, – ასე ეხმაურება “საქართველოსთვის” წევრი, ბერდია სიჭინავა “ნაციონალური მოძრაობის” მზაობას, რომ წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

სიჭინავამ ყურადღება გაამახვილა ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს.

“ერთია შეთავაზება, რასაც კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აკეთებს და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ, რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემთხვევა არის კარგი მაგალითი და კარგი მაგალითია დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაც, სადაც კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი კანდიდატები არ ჰყავდა დაყენებული, ჩვენ კანდიდატს მხარი დაუჭირა მათმა ნაწილმა, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, იმ პირობებში, როდესაც 12 მანდატი აქვს “ქართულ ოცნებას”, 13 ხმა მიიღო უმრავლესობის კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ”, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები