შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს
“ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ეძებს გზებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს.
“ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის და ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ადასტურებს ორ რამეს – ეს არის ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითი, როცა ადამიანს აქვს მზაობა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს და მეორე, ეს არის უტიფრობა, როცა ადამიანი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა მასთან არის ამ ქვეყანაში იდენტიფიცირებული, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი და ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც”, – განაცხადა პაპუაშვილმა.