მაია ბითაძე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გამართულ ვებინარს ონლაინ ფორმატში დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ონლაინ ფორმატში დაესწრო ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში გამართულ ვებინარს „პარლამენტის როლის გაძლიერება საგანგებო სიტუაციების დროს: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის”.

პარლამენტის ინფორმაციით, ვებინარის პირველ სესიაზე, რომელსაც მაია ბითაძე ესწრებოდა, განიხილეს საგანგებო სიტუაციების დროს საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ. კერძოდ, საგანგებო ვითარებაში ზოგადი გამოწვევებისა და პანდემიის პირობებში პარლამენტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები